აქტუალური
საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ორ თვეში 1 137 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

sagareo_savawro_brunvaროგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“ იუწყება, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 1 137 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 40 პროცენტით მეტია.

მთლიანი სავაჭრო ბრუნვიდან ექსპორტზე მოდის 294 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო იმპორტზე – 843 მილიონი აშშ დოლარი.

საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 2011 წლის იანვარ-თებერვალში 549 მილიონი აშშ დოლარის ტოლია.