სამართალი
საოკუპაციო რეჟიმის მიერ სოფელ ახმაჯთან დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე გათავისუფლდა

 საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. საოკუპაციო რეჟიმის მიერ სოფელ ახმაჯთან დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე გათავისუფლდა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც დაუდასტურეს.

კასპის მუნიციპალიტეტის ლამისყანაში მცხოვრებმა გიორგი ზარიძემ, სოფელ ბოჟამში მცხოვრებმა მერაბ და ემზარ გამხიტაშვილებმა ოკუპირებული ცხინვალის დროებითი დაკავების იზოლატორი უკვე დატოვეს.

ისინი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართველ სამართალდამცველებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.

შსს-ს შიდა ქართლის დეპარტამენტში მათი დაკითხვა მიმდინარეობს.

დე ფაქტო რეჟიმი სამივე მათგანს ე.წ. საზღვრის კვეთას ედავებოდა. დაკავებულები ე.წ საზღვრის კვეთისთვის დადგენილი ჯარიმის, 5 000 რუსული რუბლის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.