სამართალი
პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის დასკვნა მივიღეთ, რომ ჩვენი პროექტი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება - გიგა ბოკერია

 საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. მივიღეთ პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის დასკვნა, რომ ჩვენი პროექტი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბოკერიას თქმით, აღნიშნულ დასკვნაში წერია, რომ კანონპროექტი განხილვისთვის მზადაა.

ყველამ იცის, რომ ამ ღრმა კრიზისში, რომელშიც ქვეყანა შეიყვანა ივანიშვილმა თავისი უტიფარი საქციელით, როდესაც საზოგადოებას უთხრა, რომ გადაგაგდებთ და ფეხებზე მკიდიხართო, „გავრილოვის ღამის“ შემდეგ, ისევ ოპოზიციამ შეიმუშავა პროექტი, რომელიც სწრაფ გამოსავალს სთავაზობს ხელისუფლებას. ეს არის ე.წ. გერმანული მოდელი, რაზეც ჩვენ ვნახეთ, უტიფარი რეაქცია ხელისუფლების, რომ განხილვაც კი არ შეგვიძლია იმდენად არაკოსტიტუციურიაო. განხილვა და გაგზავნაც კი სირცხვილია ვენეციის კომისიაშიო.

დღეს მივიღეთ ამ პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის, ამ ხელისუფლების პირობებში არსებული იურიდიული დეპარტამენტის დასკვნა, რომ ეს პროექტი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება. თუ მეტ-ნაკლებად აშკარაა კონსტიტუციასთან წინააღმდეგობა ისინი დასკვნას დებენ, რომ არის პრობლემა და არ შეიძლება ამის განხილვა. თუ პატარა ეჭვიც აქვთ ხოლმე, მკაფიოდ და პირდაპირ წერენ ხოლმე, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

ამ პროექტზე არაფერი მსგავსი არ დაწერეს. წერია, რომ მზადაა განხილვისთვის”,- განაცხადა ბოკერიამ.