პოლიტიკა
იმედი მაქვს, ჟენევის შეხვედრაზე მივიღებთ პასუხს, როდის მოგვარდება ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი - ზურაბ აბაშიძე

 საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. თუ კი რაიმე ბერკეტის ამოქმედება იყო შესაძლებელი, ყველა ბერკეტი ამოქმედებულია, ხვალ და ზეგ ჟენევაში გაიმართება შეხვედრა და იმედი მაქვს, იქ მივიღებთ პასუხს თუ როდის მოგვარდება აღნიშნული საკითხი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

აბაშიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ვაჟა გაფრინდაშვილის დროულად გათავისუფლებისთვის მაქსიმალური კეთდება.

ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ვითარებაა. მეც მქონდა კომუნიკაცია პრაღიდან ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახთან, მას შემდეგ რაც რუსი კოლეგის მხრიდან მოვისმინე, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს უახლოეს დღეებში გაათავისუფლებდნენ. მას ვთხოვე, რაც ჩემთან ისაუბრა, ის ქართველი ჟურნალისტებისთვის ეთქვა და მან ეს კომენტარი გააკეთა. გავიდა გარკვეული პერიოდი, რამდენიმე დღეზე მეტი და, სამწუხაროდ, ბატონი ვაჟა ჯერ არ არის გათავისუფლებული. გარწმუნებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალური კეთდება. თუ კი რაიმე ბერკეტის ამოქმედება იყო შესაძლებელი, ყველა ბერკეტი ამოქმედებულია. ხვალ და ზეგ ჟენევაში გაიმართება შეხვედრა და იმედი მაქვს, რომ იქ მივიღებთ პასუხს, როდის მოგვარდება აღნიშნული საკითხი. რა თქმა უნდა, ჩვენი სურვილი და მოლოდინია, რომ სწრაფად და უახლოეს დროში მოგვარდეს”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.