პოლიტიკა
ხელისუფლება ნელ-ნელა კომპრომისზე მიდის - მამუკა ხაზარაძე

 საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. ფაქტი სახეზეა, რომ ხელისუფლება ნელ-ნელა კომპრომისზე მიდის,- ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ხელმძღვანელმა, მამუკა ხაზარაძემ ოპოზიციისა და უმრავლესობის შეხვედრის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელია, მხარეებს შორის მოლაპარაკება კონკრეტული შედეგით დასრულდეს.

დღეს აჭარაში ვართ, შესაბამისად იქ დავით უსუფაშვილი წარმოგვადგენს. თან იცით, რომ შეზღუდული ფორმატია. იგი ამ დიალოგში მონაწილეობდა. დაველოდებით ყურადღებით, რა განვითარება ექნება. ფაქტი სახეზეა, რომ ხელისუფლება ნელ-ნელა კომპრომისზე მიდის. რა ტიპის კომპრომისი იქნება, ეს ვნახოთ, მაგრამ პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე ეს ქვეყანა არ მიიღებს იმ კანონს, რომელიც ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.