უცხოეთი
პარალიზებული ტრანსპორტი, გაუქმებული ავიარეისები და დახურული კლინიკები- პარიზში საყოველთაო გაფიცვა გრძელდება

 საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. პარიზში საყოველთაო გაფიცვა გრძელდება. პარალიზებულია ტრანსპორტი, არ მუშაობს მეტრო და რკინიგზა, გაუქმებულია ავიარეისები, დახურულია კლინიკებისა და მაღაზიების ნაწილი.

გაფიცვაში სტუდენტები, ექიმები, პედაგოგები, მძღოლები და ე. წ. ყვითელ ჟილეტიანები მონაწილეობენ. მომიტინგეები მაკრონის საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ.

დღეს მთავრობამ საგანგებო სხდომა დანიშნა, მაგრამ ცნობილია, რომ რეფორმის გადახედვა არ იგეგმება.

rustavi2.ge