საზოგადოება
ხიდირბეგიშვილი: ოპოზიციას არ შეუძლია ქუჩებში ხალხის მასობრივად გამოყვანა

 საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. პოლიტოლოგმა და პუბლიცისტმა, საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა შეაფასა მიტინგები თბილისში, რომლებიც საარჩევნო რეფორმის ჩავარდნის ფონზე დაიწყო (დაწვრილებით მოუსმინეთ აქ).

14 ნოემბრიდან 20–ზე მეტი ოპოზიციური პარტია და რამდენიმე ახალგაზრდული მოძრაობა მიტინგებს მართავს - მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ვერ მიიღო კანონპროექტი, საპარლამენტო არჩევნების შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ.

ჩვენ პროტესტის მთელი მიმდინარეობის განმავლობაში ვნახეთ 22 პარტია, მათ ვერ შეძლეს პიკზეც კი ათას-ხუთასი ადამიანის თავმოყრა, მთელ საქართველოში ხუთი ათასზე მეტ მომხრესაც ვერ მოაგროვებენ. ამ ტალღამ უკვე გადაიარა. მათ არ აქვთ იმის რესურსი, რომ ხალხის, ელექტორატის დიდი პლასტი დარაზმონ. ამიტომ ეს ყველაფერი დამშვიდდება. მთავარია თავიდან ავირიდოთ პროვოკაციები ,"- განაცხადა ხიდირბეგიშვილმა Sputnik Georgia– სთან ინტერვიუში.