საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ნატოს რუსეთის საზღვრებთან სიახლოვე საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას. პუტინის გამოსვლის ფრაგმენტი - (უყურეთ ვიდეოს).
რუსეთის პრეზიდენტმა მოუწოდა დიდი ყურადღება დაეთმოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ტექნიკური აღჭურვილობის, მათ შორის საზღვაო ძალების მოდერნიზაციას.
”ახლა, როგორც მოგეხსენებათ, საბჭოთა კავშირი არ არსებობს, არ არსებობს ვარშავის შეთანხმებაც, ანუ სამხედრო პაქტი, რომელიც შეიქმნა ნატოს შექმნის საპასუხოდ. მაგრამ ნატო არა მხოლოდ არსებობს, არამედ ვითარდება. შექმნის მომენტში ალიანსი მოიცავდა 12 ქვეყანას. ახლა უკვე 29-ს, ხოლო ალიანსის ქვეყნების ჯამური სამხედრო ხარჯები მსოფლიო სამხედრო ხარჯების 70 პროცენტზე მეტია”,- თქვა პუტინმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბლოკის გასული წლების აზროვნების სტერეოტიპები არ შეიძლება იყოს კარგი ინსტრუმენტი ეფექტური გადაწყვეტილებების მოსაძებნად და მისაღებად.
რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის განცხადება გაჟღერდა სამხედრო-საზღვაო ფლოტის განვითარებასთან დაკავშირებული თათბირის დროს. ამავე დღეებში ლონდონში იმართება ნატოს სამიტი, რომელიც ალიანსის 70 წლის იუბილეს ეძღვნება.