უცხოეთი
ირანის პრეზიდენტი - როგორც კი აშშ გააუქმებს არასწორ, სასტიკ, უკანონო და ტერორისტულ სანქციებს, მოლაპარაკებებს განვაახლებთ

 საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. ირანის პრეზიდენტის, ჰასან რუჰანის თქმით, ირანი მზადაა დაუყოვნებლივ განაახლოს მოლაპარაკებები ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებით, როგორც კი ამერიკის შეერთებული შტატები „უკანონო“ სანქციებს გააუქმებს.

„თუ ისინი მზად არიან, რომ გვერდით გადადონ სანქციები, ჩვენ საუბრისთვის და მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ, თუნდაც ლიდერების დონეზე 5+1 ფორმატში“,- განაცხადა რუჰანიმ ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში.

მისი თქმით, კარი მოლაპარაკებებისთვის მათ არ დაუხურავთ.

„ეს სასტიკი ქმედებაა თეთრი სახლის მხრიდან. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ სანქციების დამწესებლებს. მე ვუთხარი ირანელ ერს, რომ როგორც კი ამერიკა გააუქმებს არასწორ, სასტიკ, უკანონო, არასწორ და ტერორისტულ სანქციებს, ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყებთ მასთან საუბარს“, - განაცხადა რუჰანიმ.

2018 წელს, აშშ-მ ბირთვული იარაღის კონტროლის ხელშეკრულება დატოვა და ირანს სანქციები დაუწესა.

interpressnews.ge