პოლიტიკა
ხიდირბეგიშვილმა შეაფასა ნატო–ში გაწევრიანების შანსები

 საქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. პოლიტოლოგმა და პუბლიცისტმა, საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა არნო ხიდირბეგიშვილმა კომენტარი გაუკეთა ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მიერ ლონდონში გამართულ სადისკუსიო ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას, საქართველოს ალიანსში შესვლის ვადებზე (დაწვრილებით მოუსმინეთ აქ).

დიახ, ისინი კმაყოფილი არიან საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისკენ მისწრაფებით. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ უნიკალური პარტნიორები ვართ, რადგან ყველა მისიაში ვმონაწილეობთ, ვასრულებთ ყველა პირობას, რომ შევესაბამებოდეთ ალიანსის სტანდარტს, და სახელმწიფო ბიუჯეტის 2% -ზე მეტსაც კი ვხარჯავთ შეიარაღებაზე. თუმცა, იმის თქმა, რომ საქართველო მზად არის წევრობისთვის და ეს უნდა დაჩქარდეს, ასეთი განცხადება არ არსებობს”,- თქვა ხიდირბეგიშვილმა Sputnik Georgia– სთან ინტერვიუში.

მისივე თქმით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა თავად თქვა, რომ ნატოს არ სურს ურთიერთობების გამწვავება რუსეთთან, შესაბამისად, ისინი არ აპირებენ საქართველოსა და უკრაინის ნატოში მიღებას, ვინაიდან ისინი არ წარმოადგენენ ასეთ კრიტიკულ ინტერესს.

სტოლტენბერგმა ლონდონში გამართულ სამიტზე დაადასტურა, რომ საქართველოს და უკრაინას აქვთ ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა, თუმცა ალიანსი ამისათვის არ განსაზღვრავს რაიმე კონკრეტულ ვადებს.