უსინათლოთა შიმშილობის აქცია გრძელდება
უსინათლოთა ჯგუფი, რომელმაც პროკურატურის შენობის წინ აქცია გუშინ, 12.00 საათზე, დაიწყო, კვლავ პროტესტის ადგილზე რჩება და „უსინათლოთა კავშირის“ მიერ „უსინათლოთა საზოგადოებისათვის“ ქონების ჩამორთმევას აპროტესტებს.
აქციის მონაწილეები კავშირის თავმჯდომარეს ქონების მითვისებაში ადანაშაულებენ და შიმშილობის შეწყვეტას შესაბამისი ორგანოებიდან რეაგირებამდე არ აპირებენ.