უცხოეთი
ირანელმა მოსამართლეებმა აშშ-ს მთავრობას 130 მლრდ დოლარის გადახდა დააკისრეს

 საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. ირანელმა მოსამართლეებმა შეერთებული შტატების მთავრობას 130 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრეს, „იმ ზიანისთვის, რომელიც ქვეყანას ვაშინგტონის დანაშაულებებმა მოუტანა“. ამის შესახებ ირანის სასამართლოს წარმომადგენელმა მედიასთან განაცხადა. გლოჰამ ჰოსეინ ისმაილის თქმით, ირანის მოქალაქეებმა და არა მთავრობამ, შეერთებული შტატების მთავრობის წინააღმდეგ 360 საჩივარი შეიტანეს.

„ირანის სასამართლო უწყებებმა ეს საჩივრები განიხილეს და მოსამართლეებმა შეერთებული შტატების მთავრობას 130 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრეს იმ დანაშაულებებისთვის, რომელიც ვაშინგტონმა ირანელი ერის წინაშე ჩაიდინა“,-განაცხადა ისმაილმა.

მან ასევე მოუწოდა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს, განაჩენის აღსრულება საერთაშორისო დონეზე მოხდეს.

interpressnews.ge