უცხოეთი
სტოლტენბერგი - ნატო-ს ძალების პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში ყოფნა რუსეთისთვის მესიჯია: თუ მათზე თავდასხმა მოხდება, მას ალიანსი უპასუხებს

 საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. ნატო უპასუხებს ნებისმიერ თავდასხმას, რომელიც პოლონეთის ან ბალტიის ქვეყნებზე განხორციელდება. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს ლონდონის სამიტის წინ განაცხადა.

„ნატო-ს ძალების ყოფნა პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში არის მძლავრი მესიჯი რუსეთისთვის: თუ მოხდება მათზე თავდასხმა, მას მთელი ალიანსი უპასუხებს“,-განაცხადა სტოლტენბერგმა.

დღეს და ხვალ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ნატო-ს სამიტი გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, ალიანსის ლიდერები პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნებისთვის თავდაცვის გეგმას განიხილავენ.

interpressnews.ge