პოლიტიკა
საქართველოში ახლა იმაზე მეტი ნატოა, ვიდრე ოდესმე ყოფილა - იენს სტოლტენბერგი

 საქართველო, 4 დეკემბერი, საქინფორმი. ნატო-ს გენერალური მდივანის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ძალაშია 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებიან. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ლონდონში, ნატო-ს კონფერენციაზე დასმული ერთ-ერთი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

იენს სტოლტენბერგი ნატო-ში გაწევრიანების კონკრეტულ თარიღს არ ასახელებს და ამბობს, რომ ნატო ფოკუსირებულია საქართველოსა და უკრაინის დახმარებაზე, რათა მათ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაზაზე წინ წაიწიონ.

2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ნატო-გადაწყვიტა, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-წევრები. ამ სამიტს პირადად ვესწრებოდი. ბუქარესტში დადებული პირობა ძალაშია. ამავე დროს ჩვენ არ ვსაზღვრავთ ზუსტ დროს. ჩვენ ფოკუსირებულები ვართ საქართველოსა და უკრაინის დახმარებაზე, რათა მათ წინ წაიწიონ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაზაზე. მათ შორის გაატარონ რეფორმები, მოახდინონ უსაფრთხოების ინსტიტუტების მოდერნიზაცია. საქართველოში ახლა იმაზე მეტი ნატოა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ჩვენ გვქვს ტრეინინგ ცენტრი, თბილისის შემოგარენში. ჩავატერთ მასშტაბური წვრთნები. გვაქვს ძლიან ახლო პოლიტიკური კოტაქტები. მე არცთუ დიდი ხნის წინ ვიმყოფებოდი საქართველოში, ასევე, იქ იმყოფებოდნენ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრები, ჩვენ ჩავედით უკრაინაშიც. ასე რომ, ჩვენ ვმუშაობთ ორივე ქვეყანასთან, ვეხმარებით საქართველოსა და უკრაინას ნატო-სთან დაახლოებაში და ამას თანამშრომლობის გზით ვაკეთებთ, რაც ორივე ქვეყნისთვის კარგია. ეს, ასევე, კარგია ნატო-სთვის, რადგან საქართველო და უკრაინა მონაწილეობენ ალიანსის ოპერაციებსა და მისიებში, მაგალითად ავღანეთში“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.