სამართალი
კალმახელიძის მტკიცებით, ქუთაისის №2 საპყრობილეში პატიმრების უფლებები არ ირღვევა

kalmaxelidzeeeსასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე, რომელიც ტუბერკულოზის დღესთან დაკავშირებით გამართა, ჟურნალისტების არცერთ შეკითხვას არ უპასუხა, მათ შორის, არც სახალხო დამცველის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე გააკეთა კომენტარი, რომელიც ქუთაისის №2 საპყრობილეში პატიმრების უფლებების დარღვევას შეეხებოდა.

მინისტრმა ტრიბუნა დატოვა და კაბინეტისკენ მიმავალმა ჟურნალისტებს მხოლოდ ის განუცხადა, რომ „ქუთაისის №2 საპყრობილეში არანაირი პრობლემა არ არის“.

ამასთან, კალმახელიძემ არც უშუალოდ მისი დღევანდელი  ბრიფინგის თემასთან – ტუბერკულოზთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა.

მინისტრმა მხოლოდ იმაზე ისაუბრა, რომ ტუბერკულოზის მიმართულებით რეფორმები ტარდება, ჩამოყალიბებულია მკურნალობის ახალი გეგმა და შენდება ახალი დაწესებულებები.