საზოგადოება
ქუთაისის შემდეგ - მცხეთა: მაჟორიტარი დეპუტატი ხუნდაძის ბიუროსთან ნაციონალებს ცემეს (ვიდეო)

 საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. მცხეთაის მერიასთან მიმდინარე აქციის დროს სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი ტერიტორიიდან გაიყვანეს (ვიდეო იხ. აქ).

როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, ისინი ტერიტორიიდან განარიდეს.

მცხეთის მერიასთან, ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. მათი განცხადებით, სწორედ მერიის შენობაში მდებარეობს მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის ბიურო.

როგორც ისინი აცხადებენ, დიმიტრი ხუნდაძეს 41 ვერცხლი მოუტანეს. „მოვიტანეთ 41 ვერცხლი, რომ დიმიტრი ხუნდაძე გამოვისყიდოთ“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციაზე მოხდა დაპირისპირებაც. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაშავდა აქციის რამდენიმე მონაწილე.

როგორც მცხეთის მერი გიორგი კაპანაძე აცხადებს, აქციის მონაწილეებთან დასალაპარაკებლად გავიდა და სურდა, მათი კითხვებისთვის ეპასუხა.

სათითაოდ ვეპატიჟებოდი ჩემთან ოთახში ყველას. ყველა კითხვას გავცემდი პასუხს, თუმცა ისინი აგრესიულები იყვნენ“, – აღნიშნა მცხეთის მერმა.