პოლიტიკა
საქართველო, 3 დეკემბერი, საქინფორმი. ოპოზიცია 6 დეკემბერს საპროტესტო მსვლელობას ქუთაისში მოაწყობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემ განუცხადა.
„ჩვენ გავაგრძელებთ ყველა იმ პროცესს, რასაც მივმართავდით თბილისში. გარდა ამისა, დამატებით ვაპირებთ გავიდეთ რეგიონებში. პირველი გასვლა გვექნება ქუთაისში, პარასკევს, 14:00 საათზე. რუსთაველის ქუჩის გავლით გვექნება მსვლელობა, რომელიც დასრულდება იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასთან“, - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართული შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გრძელდებოდა. მისი დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ საპროტესტო აქციები რეგიონებში უკვე მომდევნო კვირიდან დაიწყება.