სამართალი
პარლამენტთან აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს შეშას ესვრიან (ვიდეო)

 საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. “კვირა+” -მა მოიპოვა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, თუ როგორ ისვრიან აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიმართულებით შეშას (ვიდეო იხ. აქ).

ვიდეო 18 ნოემბერს, მას შემდეგ არის გადაღებული, რაც სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის ბლოკირების საშუალება არ მისცეს, სადაც ბიუროს სხდომა უნდა გამართულიყო.