პუბლიკაციები
«ფაშისტურად ვიქცევი, მაგრამ ფაშისტი არ ვარ» — ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი კეკელიძე

 ის, რასაც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, ვინმე გიორგი კეკელიძე კადრულობს, ნამდვილი ფაშიზმია, შენიღბული ფორმით.

კერძოდ, გავრცელებული ალიაქოთის ფონზე, რომ საქართველოში გრიგორი კარასინმა «რუსული ენის და კულტურის ცენტრის» გახსნა გამოაცხადა, საფრანგეთში მივლინებით ჩასული კეკელიძე (აბა რა, პარლამენტარები ხომ დადიან გაუთავებელ მივლინებებში და ბიბლიოთეკის დირექტორს თბილისში რა გააჩერებს!) ერთ-ერთ გამოცემას ასეთ კომენტარს აძლევს:

«ერთხელ ორი თვის და ერთხელაც ზაფხულის დასაწყისში შემხვდა რუსეთიდან ჩამოსული კულტურული უწყების რამდენიმე წარმომადგენელი და შემომთავაზეს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაგვეხსნა რუსული ენისა და კულტურის ცენტრი, რადგან უკვე გვაქვს ასეთი ანგლო-ამერიკული, ფრანგული, გერმანული, იტალიური, ებრაული ცენტრები. მე უარით გავისტუმრე. თუ ბატონი კარასინი ისევ ეროვნულ ბიბლიოთეკას გულისხმობს, რადგან მსოფლიო პრაქტიკა სწორედ ასეთ სივრცეში ითვალისწინებს კულტურული ცენტრები გახსნას, მაშინ მიიღოს საჯარო უარიც იმ ქვეყნის ბიბლიოთეკისგან, რომლის ნაწილიც გუშინ დაიპყრეს და დღეს საუკეთესო შვილებს გვტაცებენ.

დავძენ, რომ ეთნოკულტურული ფაშიზმისგან ძალიან შორს ვართ. ისეთივე წესების დაცვით ვინახავთ რუსულენოვანი წიგნების დიდ ფონდს, როგორც სხვა დანარჩენს».

დააკვირდით, რას ამბობს ეს სუბიექტი, რომელსაც კლუბ «ბასიანის» მენეჯერობა უფრო მოუხდებოდა, ვიდრე ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორობა: რუსული ენის და კულტურის ცენტრის გახსნაზე ვთქვი უარი მაშინ, როდესაც ბიბლიოთეკაში ანგლო-ამერიკული, ფრანგული და სხვა ცენტრები ფუნქციონირებენო! მერე კიდევ ამატებს — არ ვარ ფაშისტი, იმაზეც მადლობა თქვით, რუსული წიგნების ფონდს არ ვაგზავნი დასაწვავად, მიტინგის გასათბობად და კარგად ვინახავო!

ჩვენს წინაშეა ტიპიური ფაშისტი, რომელიც თავის ფაშისტურ არსს ნიღბავს «ოკუპაციაზე» ლაყლაყით! რა უფლება აქვს ბიბლიოთეკის დირექტორს, რომელიც ამ უმნიშვნელოვანესი დაწესებულების განვითარებაზე უნდა ზრუნავდეს, რომ საქართველოში რუსული ენა აკრძალოს?! რა კავშირშია ოკუპაცია და რუსული ენა, კულტურა, შეუძლია, ახსნას?! რასაკვირველია, არ შეუძლია, მაგრამ მას ასეთი დავალება აქვს მიცემული დასავლელი კურატორებისაგან. დასავლეთი ჩაფრენილია ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემაზე — სააკაშვილს დათმობს დასავლეთი, ივანიშვილს, გახარიას… მაგრამ არ დათმობს განათლების სისტემას, რადგან დასავლეთში მომავალზე ფიქრობენ და ეს მომავალი საჩვენოდ არ აქვთ გადაწყვეტილი!

ამიტომ, ორმაგად ფხიზლად უნდა ვიყოთ და წინ აღვუდგეთ კეკელიძისნაირ ფარულ ფაშისტებს, რომლებიც ოკუპაციას კი არა, ცოდნას და აზროვნებას ებრძვიან.

«ნიუსფრონტი-საქართველო»