უცხოეთი
ჰონგ-კონგში დემონსტრანტებმა აშშ-ის ჰიმნი იმღერეს და დონალდ ტრამპს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს

 საქართველო, 2 დეკემბერი, საქინფორმი. ჰონგ-კონგში დემონსტრანტებმა მორიგი საპროტესტო აქცია აშშ-ის საკონსულოსთან გამართეს. მათ აშშ-ის ჰიმნი იმღერეს და მხარდაჭერისთვის დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადეს. ისინი აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდებდნენ, გაათავისუფლოს ჰონგ-კონგი.

დემონსტრანტებს ხელში აშშ-ის დროშები და ბანერები წარწერით „მადლობა პრეზიდენტო ტრამპ“ ეკავათ.

ამასთან, ჰონგ-კონგის მოსახლეობამ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაც გააპროტესტა. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციის შენობისკენ მოაწყვეს. მათი თქმით, მხოლოდ გასულ კვირას ჰონგ-კონგში 1 100 ადამიანი დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჰონგ-კონგში დემონსტრანტების მხარდამჭერ კანონს გასულ კვირას მოაწერა ხელი, რასაც ოფიციალური პეკინის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

interpressnews.ge