სამართალი
ბიძინა ივანიშვილმა აბსოლუტურად გულწრფელად, ღიად უპასუხა საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს - გიორგი გახარია

 საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. ჩემთვის რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ბატონმა ბიძინამ აბსოლუტურად გულწრფელად, ღიად უპასუხა საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ხაზგასმა იმისა, რამდენად რთულია დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცედურების სრული დაცვით ქვეყნის მართვა წარმატებულად.

ეს ის გამოწვევა და ვალდებულებაა, რომელიც ჩვენ უნდა შევასრულოთ. მარტივია ქვეყნის მართვა, როდესაც შენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს იყენებ უკანონოდ, ძალადობრივად. რთულია ქვეყნის მართვა, როდესაც აბსოლუტურად დემოკრატიულ, თავისუფალ გარემოში, სადაც მედია სრულად თავისუფალია, გამოხატვის თავისუფლებას არაფერი ემუქრება, სადაც ისეთი დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლება გვაქვს, რომ ზოგიერთები პარლამენტის შტურმს და ბლოკირებას გამოხატვის თავისუფლებად აღიქვამენ. ის მიზანი, რომელიც ჩვენ ინტერვიუში დავინახეთ, ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია და ეს არის ის, რა მიმართულებითაც ჩვენ ვმუშაობთ", - აღნიშნა პრემიერმა.