აქტუალური
დეპუტატის მოსაზრებით, ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის კონკრეტული ეკონომიკური პოლიტიკის არსებობაა საჭირო. ზეპირსიტყვიერი განცხადებებით კი ეკონომიკის ვერცერთი დარგი აღორძინდება.
„თუ ჩვენ ვსაუბრობთ აგრარულ მთავრობაზე და აგრარული სექტორის პრიორიტეტად გადაქცევაზე, რატომ არ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება საგადასახადო შეღავათზე?“ – განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ამ ინიციატივას არ ეთანხმება. მისი თქმით, ანალოგიური პრაქტიკა არცერთ ქვეყანაში არ არის დანერგილი.
„მოგების გადასახადისაგან გათავისუფლება შესაძლოა, ბევრი დარგისათვის მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ ამ გადასახადისაგან დარგების მიხედვით გათავისუფლების პრაქტიკა არცერთ ქვეყანაში არ არის დანერგილი“, – აღნიშნა ბაკურ კვეზერელმა.