უცხოეთი
აზერბაიჯანის მმართველმა პარტიამ პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო

 საქართველო, 29 ნოემბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანის მმართველმა პარტია „ენი აზერბაიჯანმა“ პოლიტსაბჭოს საგანგებო სხდომაზე პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო.

ინფორმაციას სააგენტო „ტრენდი“ ავრცელებს. მიზეზი ეროვნული კრების ამჟამინდელი შემადგენლობაა, რომელიც უმრავლესობის მოსაზრებით, არ შეესაბამება სახელმწიფოს მეთაურის მიერ განსაზღვრულ პოლიტიკას და ფაქტობრივად ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისგან დისტანცირებულია.

მილი მეჯლისის 29 ნოემბრის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობა ამ საკითხის წამოწევას გეგმავს.

საპარლამენტო არჩევნები აზერბაიჯანში ბოლოს 2015 წლის ნოემბერში გაიმართა. მილი მეჯლისი 125 მანდატიანია და დეპუტატების არჩევა მაჟორიტარული სისტემით ხდება.

1tv.ge