საზოგადოება
კახა კალაძე ოპოზიციაში ძალიან მალე აღმოჩნდება - გიორგი ვაშაძე

 საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. კახა კალაძე ოპოზიციაში ძალიან მალე აღმოჩნდება, - ამის შესახებ "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ "ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ვაშაძე კალაძეს ურჩევს, "პოლიტიკიდან გაქცევის ნაცვლად, დარჩეს პოლიტიკაში".

"კალაძე ოპოზიციაში ძალიან მალე აღმოჩნდება. როგორ გაართმევს თავს ოპოზიციაში, ამას უკვე ნახავთ შემდეგ. ვუსურვებ, რომ პოლიტიკიდან გაქცევის ნაცვლად, დარჩეს პოლიტიკაში", - განაცხადა ვაშაძემ.

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა: "მე დღეს ხელისუფლებაში ვარ, ხვალ შეიძლება ოპოზიციაში ვიყო ჩემი პარტიით, მაგრამ არასდროს ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არ წავალთ".