საზოგადოება
სერგეი ლავროვის მსგავსად მეც მჯერა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობა მალე აღდგება - გრიგორი კარასინი

 საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის წევრმა გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ მას, ისევე როგორც სერგეი ლავროვს სჯერა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობები მალე აღდგება.

მეც, ისევე როგორც სერგეი ლავროვს, მჯერა ამის. ეს დღეეები არც ისე შორსაა. მე უკვე ვთქვი, რომ გადაჭარბებულ ემოციებს, გაუგებარ უხეშ განცხადებებს ჩიხში შევყავართ, რაც ამ პროცესისთვის საზიანოა. თუ მომავალში მსგავსი სახის ვნებათაღელვას ავიცილებთ, მაშინ ნორმალური, კეთილმეზობლური ურთიერთობები ახალ იმპულსს მიიღებს. ჩვენ ამ საკითხებზე ვმუშაობთ“, - განაცხადა კარასინმა Sputnik-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, დღეს პრაღაში გრიგორი კარასინისა და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის შეხვედრა გაიმართება, სადაც ჰუმანიტარულ-ეკონომიკურ საკითხებს განიხილავენ.