აქტუალური
„შესაბამისი პროექტების განხორციელება უკვე დაწყებულია და მათ შედეგებზე საუბარი უახლოეს მომავალში შეგვეძლება“, – აღნიშნა ბაკურ კვეზერელმა. მისივე განცხადებით, საქართველოში ცხვრის სპეციალური სასაკლაოები შეიქმნება, რაც შესაძლებელს გახდის, ექსპორტზე არა მხოლოდ ცოცხალი ცხვარი, ცხვრის ხორციც გავიდეს.
ეს ინიციატივა გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ჩივიაშვილმა წამოაყენა. სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით კი, უწყება ამ მიმართულებით კერძო სექტორთან ერთად აქტიურად მუშაობს.