უცხოეთი
ანგელა მერკელი - ამ ეტაპზე ევროპა თავს მარტო ვერ დაიცავს

 საქართველო, 28 ნოემბერი, საქინფორმი. ნატო დღეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ცივი ომის დროს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა დღეს ბუნდესტაგში განაცხადა. ნატო-ს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე, გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ ევროპა, ამ ეტაპზე, თავს მარტო ვერ დაიცავს და მას ალიანსი სჭირდება.

„ნატო-ს შენარჩუნება დღეს ჩვენსავე ინტერესშია“,- განაცხადა მერკელმა. მისივე თქმით, გერმანიამ ალიანსის ხარჯები 1,18%-ით გაზარდა. მისი თქმით, 2030 წლისთვის, ქვეყანა ნატო-სთვის ხარჯებს 2%-ით გაზრდის.

ნატო-ს ლონდონის სამიტი მომავალ კვირაში, ბრიტანეთის დედაქალაქში გაიმართება. სამიტის ფარგლებში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი შეხვედრებს გამართავენ.

interpressnews.ge