პოლიტიკა
ვის არგია უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებზე ფორმალურად აღებული პასუხისმგებლობა

davitaia_papunaდღეს სახელმწიფო კანცელარიის მთავრობის სხდომათა დარბაზში დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებულ საზოგადოებრივი საბჭოს წევრებს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივას გააცნობს.

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ინიციატივა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების სამართლებრივი მექანიზმების გათვალისწინებით, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისათვის სამართლებრივი სტატუსის შემუშავებასა და საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრას გულისხმობს.

საკანონმდებლო ინიციატივა განპირობებულია უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებზე საქართველოს სახელწიფოს მიერ მზრუნველობისა და პასუხისმგებლობის აღებით. კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა საქართველოსთან ურთიერთობის სამართლებრივი დარეგულირება, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მინიჭების სამართლებრივი მექანიზმების შექმნა, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან მიმართებაში საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკისა და პრინციპების განსაზღვრა და ამ პოლიტიკის განხორციელებაში საქართველოს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის საფუძვლების ჩამოყალიბება, დიასპორული ორგანიზაციების სამართლებრივი უზრუნველყოფა, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების საქმიანობის, საქართველოს ისტორიის, კულტურისა და თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია.

საქართველოს სახელმწიფო უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებზე პასუხისმგებლობას ოფიციალურად აიღებს.