პუბლიკაციები
ვინ აფინანსებს ამბოხს საქართველოში და ვინ მეთაურობს მეამბოხეებს? - საქინფორმი მკითხველთა შეკითხვებს პასუხობს

   25-26 ნოემბრის ღამეს, რამდენიმე ასეულმა მოქალაქემ, სააკაშვილის პარტიის აქტივისტების მეთაურობით, განახორციელეს საქართველოს პარლამენტის მუშაობის პარალიზებისკენ მიმართული მორიგი - უკვე მესამე მცდელობა, მაგრამ საქართველოს პოლიციამ იუველირის ოსტატობით დაახევინა მათ შენობის გვერდითი და უკანა შესასვლელებიდან. აქცია გრძელდება ქვეყნის უზენაესი საკანონმდებლო ორგანოს ცენტრალური შესასვლელის წინ, რუსთაველის გამზირზე, პერმანენტულად გრძელდება ქუჩების გადაკეტვის მცდელობები, მოთხოვნა იგივე რჩება - რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები პროპორციულსისტემით და ხელისუფლების გადადგომა. ამგვარი თავნებობის დანახვაზე საქინფორმის რედაქციაში არ წყდება ხელისუფლების უმოქმედობით აღშფოთებული მოქალაქეების სატელეფონო ზარები - დიდია იმის ალბათობა, რომ ისინი ხელში აიღებენ ინიციატივას და დედაქალაქის ცენტრს მომიტინგეებისგან თავად გაწმენდენ.

საქინფორმი საჭიროდ მიიჩნევს კიდევ ერთხელ განმარტოს სიტუაცია საქართველოს დედაქალაქში შექმნილი ვითარება, მომხდარისადმი იმ უცხოელჟურნალისტების დიდი ინტერესიგათვალისწინებით, რომლებიც რედაქციასთან მომართავენ.

”მათ სურთ მომხდარი მთელ მსოფლიოს წარმოუდგინონ ისე, როგორც სახალხო პროტესტი, რაც სინამდვილეში სააკაშვილის მიერ ორგანიზებული ელემენტარული ამბოხია, რომლის პიკზეც 1000 - 1,500 აქტივისტი მონაწილეობს. ძირითადად, ესენი არიან ახალგაზრდა ქალები, სააკაშვილის ფანატები, რადგან, სააკაშვილის ჩანაფიქრით, ამან უნდა დააბრკოლოს პოლიციის მოქმედებები და მოახდინოს მათი პროვოცირება. ესენი არიან საპარლამენტო ოპოზიციის წევრები სააკაშვილის პარტიებიდან - "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო", მისი სატელიტებიდან, მაგალითად "რესპუბლიკური პარტიიდან", სააკაშვილის ძმის ყოფილი მეუღლე, კიევის პოლიციის ექს-მეთაური ხატია დეკანოიძე, სოროსის მიერ შექმნილი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები. მათი ქმედებების კოორდინაცია ხორციელდება "ლეიბორისტული პარტიის" ოფისიდან, სადაც თათბირობენ ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც არ კადრულობენ მონაწილეობას ქუჩის იერიშებში - შალვა ნათელაშვილი, ნინო ბურჯანაძე, დავით უსუფაშვილი, გრიგოლ ვაშაძე და სხვები (სულ - 20-მდე, თითქმის ულექტორატო პარტია).

მიუხედავად მუდმივი მოწოდებისა, რომ მოსახლეობა ქუჩებში გამოვიდეს და შეუერთდეს მათ, მეამბოხეებმა ვერ შეძლეს თბილისელების ქუჩაში გამოყვანა და რეგიონებიდან რამდენიმე ასეულზე მეტი მოსყიდული ხანდაზმული "მომხრის" ჩამოყვანა.

ბოლო წლებში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მომხდარში რუსეთს არ ადანაშაულებენ, დესტაბილიზაციაში არ „ჭვრეტენ“ მოსკოვის ხელს. მაგრამ მაშინ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიიღონ მკაფიო პასუხი კითხვაზე - თუ არა რუსეთი, მაშ ვინ აფინანსებს მბოხს? ვინ და საან მეთაურობს მეამბოხეებს, თუ არა მოსკოვიდან?

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ამ დღეებში ვიზიტად იმყოფებოდა აშშ-ში, ვაშინგტონს დაუდასტურა საქართველოს ევროატლანტიკური კურსის ურყეობა და სტრატეგიული მოკავშირის ერთგულება, ამიტომ მეამბოხეებმა ვერ შეძლეს ამერიკის მხარდაჭერის მოპოვება, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით. სრული დუმილია ევროკავშირის მხრიდანაც, რადგან ევროპელებს არ აინტერესებთ რა ხდება საქართველოში; მსგავსი სიტუაციებისთვის მათ აქვთ მხოლოდ ერთი ინსტრუქცია - კანონი.

აი მეორე შეკითხვა, რომელზეუბრალო ხალხი პასუხს ელის: მეამბოხეთა ლიდერებმა - ბოკერიამ, უგულავამ, ბარამიძემ - სააკაშვილის რეჟიმის დროს მაღალ თანამდებობებზე ყოფნის დროს ჩაიდინეს მრავალი უმძიმესი დანაშაული, რომლებზეც ხანდაზმულობის ვადა არ ვრცელდება. რატომ იკავებს თავს დღესაც საქართველოს მთავარი პროკურატურა, რომ მათ მიმართ საქმეები აღძრას და, დიდი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, აცნობოს საქართველოს მოსახლეობას - ვინ არიან სინამდვილეში ოპოზიციის ლიდერები? ხელისუფლებისგან განსხვავებით, ეს "ლიდერები", რომლებიც ხელმძღვანელობდნენ და პირადად მონაწილეობდნენ საქართველოს ათასობით მოქალაქის მკვლელობასა და წამებაში, დღეს ღიად ემუქრებიან ანგარიშსწორებით პოლიციელებს ქუჩაში, ხელისუფლებაში მათი დაბრუნების შემთხვევაში.

დასასრულ, საქინფორმი მკითხველთა და უცხოური პრესის ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე - ვინ, რა კატეგორიის ადამიანები არიან ამბოხებულები, რომლებიც ცდილობენ მოაწყონ მორიგი სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში. იქ არ არის არცერთი ადამიანი, რომელიც საზოგადოების პატივისცემით სარგებლობს - მეცნიერების, კულტურისთუ სპორტის წარმომადგენელი, დამსახურებული მოღვაწე, რომელიც ცნობილია თავისი დამსახურებებით საქართველოს წინაშე, ასევე მშვენიერი ქართველი ახალგაზრდბის წარმომადგენლები ღირსეული ოჯახებიდან. ესენი არიან სავალალოდ ცნობილი ზემოხსენებული პოლიტიკოსები და მათი ამბიციური, სიცრუით მოწამლული ნაშიერები, თხემით - ტერფამდე ანტიქართველი ათეისტები, ასევე სახნარკომანები, ალკოჰოლიკები და ლგბტ-ს ყველა ჯურის წარმომადგენლები, პლუს სააკაშვილის ყოფილი ძალოვნები, მკვლელი-რობოტები, რომლებსაც რევანში და ანგარიშსწორება სწყურიათ.

საქინფორმის რედაქცია
2019 წლის 27 ნოემბერი
საქართველო, თბილისი