საზოგადოება
მშპ-ს რეიტინგში 121-ე ადგილზე

mSpგასული წლის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 121-ე ადგილზეა. ამ რეიტინგს ამერიკული ორგანიზაცია CIA (Central Intelligence Agency) აქვეყნებს. რეიტინგის პირველ ხუთეულში ევროკავშირის რეგიონი, აშშ, ჩინეთი, იაპონია და ინდოეთი შედიან. სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან საქართველოს 73-ე ადგილზე მყოფი აზერბაიჯანი უსწრებს, მეზობელი სომხეთი კი 133-ე ადგილზეა. საქართველო მშპ-ს მიმდინარე წლის რეიტინგში ალბანეთის, კვიპროსისა და გაბონის შემდეგ დგას. შეგახსენებთ, რომ „საქსტატის“ ინფორმაციით, 2010 წლის წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ წინა წლის მიმართ 6,4% შეადგინა. ამავე პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 20 791,3 მლნ ლარი შეადგინა.