სამართალი
მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის ღობეს ბოქლომი დაადეს

 საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის ღობეს ბოქლომი დაადეს.

როგორც ისინი აცხადებდნენ, მათი მიზანი რეზიდენციის კარებზე იყო ბოქლომის დადება, მაგრამ მათ ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს.

სამართალდამცველების განმარტებით, აქციის მონაწილეებს შეეძლოთ ბოქლომი ჭიშკრის იმ ნაწილზე დაედოთ, რომელიც არ იღება, რათა შენობის ბლოკირება არ მოხდეს. საბოლოოდ, „გაბედეს“ წევრებმა ბოქლომი რეზიდენციის ღობეზე დაადეს.