სამართალი
სოხუმში, რესტორან „სან-რემოსთან“ მოკლულები ე.წ. კანონიერი ქურდები აღმოჩნდნენ

 საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. სოხუმში, რესტორან „სან-რემოსთან“ მოკლულები ე.წ. კანონიერი ქურდები აღმოჩნდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მოკლულები არიან ასტამურ შამბა და ალხას ავიძბა. ორივე გუდაუთელია.

სროლის დროს 22 წლის ოფიციანტი დაიჭრა. გოგონა მძიმე მდგომარეობაშია. ოპერაციის დროს მას გული გაუჩერდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.

კიდევ სამი დაჭრილი სოხუმის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

22 ნოემბერს რესტორან „სან-რემოსთან“ ნიღბიანმა პირებმა მანქანიდან ცეცხლი გახსნეს. მოგვიანებით, მანქანა დამწვარი იპოვეს.