პოლიტიკა
უკრაინამ და რუსეთმა რაც შეიძლება მალე უნდა დაარეგულირონ ურთიერთობები, აშშ უბრალოდ იყენებს უკრაინას რუსეთის დასასუსტებლად! - იგორ კოლომოისკი

 საქართველო, 25 ნოემბერი, საქინფორმი. უკრაინამ და რუსეთმა რაც შეიძლება მალე უნდა დაარეგულირონ ურთიერთობები, აშშ უბრალოდ იყენებუკრაინარუსეთის დასასუსტებლად!”, განაცხადა უკრაინელმა მილიარდერმა იგორ კოლომოისკიმ ამერიკულ გაზეთ New York Times– თან ინტერვიუში.

რუსეთი მაინც ძლიერია. ჩვენ უნდა გავაუმჯობესოთ ურთიერთობები, - თვლის მილიარდერი, კიევისთვის აუცილებელია ურთიერთობების დარეგულირება ქვეყნის ეკონომიკის აღსადგენად”. უკრაინელებს დასჭირდება არა უმეტეს ათი წლისა, რათა დაივიწყონ ის, რაც მოხდა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში”. ამავდროულად, კოლომოისკის აზრით, უკრაინარასოდეს მიიღებენ ნატოსა და ევროკავშირში, მაშინ, როცა რუსეთი სიამოვნებით მიიღებს ახალ ვარშავის პაქტში”.

იგორ კოლოომისკიმ აღნიშნა, რომ დონბასში არსებული კონფლიქტი ახლა არავის აინტერესებს, ვაშინგტონის გარდა: ხალხს სურს მშვიდობა, კარგი ცხოვრება, მათ არ უნდათ ბრძოლა. თქვენ კი (აშშ) ვაიძულთ, რომ ვიბრძოლოთ და არც კი გვაძლევთ ფულამისათვის!”

ასევე, მეწარმე თვლის, რომ მოსკოვისთვის შესაძლებელია ფინანსური დახმარების თხოვნა. ჩვენ რუსებგან 100 მილიარდ დოლარს ავიღებთ. ვფიქრობ, ისინი სიამოვნებით მოგვცემენ მათ დღეს. რა არის პრობლემების მოგვარებისა და ურთიერთობების აღდგენის ყველაზე სწრაფი გზა? მხოლოდ ფული!”, - დასძინა კოლომოისკიმ.