ამის შესახებ „რვიანში“ შემავალი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ სპეციალურად გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:
„ჩვენ 2010 წლის ოქტომბერში საზოგადოებას გავაცანით საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელი რეფორმების კომპლექსური გეგმა და ხელისუფლებას შევთავაზეთ დიალოგის გამართვა ამ საკითხებზე. ჩვენი, საკმაოდ განსხვავებული იდეოლოგიისა და ხედვების მქონე პოლიტიკური პარტიების, გაერთიანება „რვიანად“ წოდებულ ფორმატში განაპირობა აღნიშნული საკითხის განსაკუთრებულმა სახელმწიფოებრივმა მნიშვნელობამ. დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის 20 წლის განმავლობაში, 20-მდე ეროვნული მასშტაბის არჩევნების ჩატარების მიუხედავად, საქართველო ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა საარჩევნო დემოკრატიად:
ამიტომ, ჩვენი ღრმა რწმენით, საქართველო იმყოფება გზის გასაყართან:
ან ჩვენ მოვახერხებთ საარჩევნო გარემოს ფუნდამენტურ ცვლილებებს, დავუბრუნებთ მოქალაქეებს არჩევნებისადმი ნდობას და სამართლიანი კონკურენციის პირობებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალა (ან ძალები) გააგრძელებს ქვეყნის მართვას;
ან ქვეყანის მართვის საადავეები აღმოჩნდება მოქმედი, უზურპატორი ხელისუფლების ან მისი დამამხობლის ხელში, ადვილად პროგნოზირებადი შედეგებით.
შექმნილი ვითარების ამგვარმა ხედვამ გადაგვაწყვეტინა მოლაპარაკებების დაწყება ხელისუფლებასთან, მიუხედავად იმისა, რომ წარსულში მას არაერთხელ გამოუყენებია ამგვარი მოლაპარაკებები მხოლოდ საკუთარი პიარ-კამპანიისთვის. ხელისუფლებასთან დიალოგის ხუთი თვის შემდეგ თავს ვალდებულად ვთვლით საზოგადოებას ვამცნოთ დღეისათვის არსებული რეალობა:
ჩვენი ეს დასკვნა ემყარება შემდეგ ფაქტებსა და გარემოებებს:
დიალოგის დაწყების მომენტში (2010 წლის ნოემბერი) ხელისუფლებას არ ჰქონდა არანაირი ინიციატივა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე;
დიალოგის პირველ ეტაპზე (2010 წლის ნოემბერ-დეკემბერი), როდესაც მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს უნდა შეემუშავებინათ და წარმოედგინათ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკუთარი ხედვები, ნაციონალურმა მოძრაობამ უარი თქვა რაიმეს შემუშავებასა და წარმოდგენაზე;
დიალოგის პირველი ეტაპის ბოლოს, მას შემდეგ, რაც „რვიანმა“ (აგრეთვე, რამდენიმე სხვა მონაწილემ) დაასრულა პრეზენტაციები ყველა მნიშვნელოვან საკითხზე და პროცესის მონაწილეებს გადასცა საჭირო რეფორმების პაკეტი, ნაციონალურმა მოძრაობამ ითხოვა ერთი თვე წარმოდგენილი წინადადებების გასაცნობად და საკუთარი პოზიციების შესამუშავებლად;
დიალოგის მეორე ეტაპის დასაწყისში (2011 წლის იანვარის ბოლო) ნაციონალურმა მოძრაობამ ითხოვა კიდევ ერთი თვე (თებერვალი) საკუთარი პოზიციების ჩამოსაყალიბებლად;
აღნიშნული ერთი თვე კვლავ ისე ამოიწურა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ არაფერი წარმოადგინა, გარდა ამომრჩეველთა ბიომეტრიული აღრიცხვისათვის საჭირო ყოვლად დაუსაბუთებელი ფინანსური გაანგარიშებისა (მაგალითად, ათეულობით მილიონი დოლარი ხარჯებში ორჯერ იყო ჩათვლილი);
მიუხედვად დიალოგის პროცესში დადგენილი წესისა, რომ მხარეებს წინასწარ წერილობით უნდა ეცნობებინათ ერთმანეთისთვის საკუთარი მოსაზრებები, ნაციონალურმა მოძრაობამ 2011 წლის 9 მარტს (დიალოგის დაწყებიდან 4 თვის თავზე) პრესკონფერენციის საშუალებით გვამცნო საკუთარი მოსაზრებები რამდენიმე საკითხზე;
იმავე დღეს გამართულ შეხვედრაზე გაირკვა, რომ ხელისუფლებამ მოამზადა არა პასუხები და არგუმენტები ჩვენს შეთავაზებებზე (როგორც ეს განსაზღვრული იყო შეთანხმებით), არამედ საკუთარი ინიციატივები, ანუ ის, რაც მას 4 თვით ადრე უნდა გაეკეთებინა და მაშინ ამაზე უარი განაცხადა;
დიალოგის დაწყებიდან 4 თვის თავზე (2011 წლის 9 მარტს) წარმოდგენილი წინადადებებით ხელისუფლება:
ყველა იმ საკითხზე, რომელიც არ აისახა 2011 წლის 9 მარტის პრეზენტაციაში, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი მხარს უჭერენ საარჩევნო კოდექსის მოქმედ დებულებებს, თუმცა შესაძლოა რაღაც გადაისინჯოს. გამოდის, რომ ხელისუფლებას, რომელიც კონსტიტუციურ რეფორმებს ატარებს ხოლმე თვენახევარში, 5 თვე არ ეყო ჩვენს საარჩევნო წინადადებებზე კონკრეტული პასუხების გასაცემად. ხელისუფლების ამგვარი პოზიცია დიალოგის დასაწყისშიც კი უპასუხისმგებლო დამოკიდებულად ჩაითვლებოდა, მაგრამ პროცესის მე-5 თვეს ასეთი პოზიცია უკვე დიალოგის პროცესის ჩაშლაზე პასუხისმგებლობის აღების ტოლფასია.
აშკარაა, რომ საარჩევნო საკითხებზე დიალოგს ხელისუფლება იყენებს არა საარჩევნო პრობლემებში უკეთ გასარკვევად, არგუმენტირებული, რაციონალური ინიციატივების მოსასმენად და ფართო პოლიტიკური კონსენსუსის მისაღწევად, არამედ დროის გასაჭიანურებლად, მთავარი ოპონენტის („რვიანის“) მოთმინებიდან გამოსაყვანად, მოლაპარაკებების ჩაშლის სხვისთვის გადასაბრალებლად და დასავლეთის დედაქალაქებში ნაცნობი მესიჯის გასაგზავნად - „რა ვქნა, ვის შევუთანხმდე, ხომ იცით, ვისთან მაქვს საქმე...“
შესაბამისად, ჩვენ ვალდებულნი ვართ მივმართოთ ადეკვატურ ზომებს და განვაცხადოთ:
აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერენ ოპოზიციონერი ლიდერები: დავით გამყრელიძე, კახა შარტავა, ირაკლი ალასანია, ზვიად ძიძიგური, დავით უსუფაშვილი, კახა სეთურიძე, გიორგი თარგამაძე და კობა დავითაშვილი.