პოლიტიკა
მიტინგებზე არ გამოითქმება ანტირუსული ლოზუნგები - ბურჯანაძე

 საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერმა, „ერთიანი საქართველო — დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „Sputnik–საქართველოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა, თუ რატომ შეუერთდა გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგებს, რა უპირატესობები აქვს არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, რაც იქცა კიდეც განხეთქილების ვაშლად „ქართულ ოცნებაში“, და სხვა მრავალზე.

საქართველოში ახალი საპროტესტო ტალღა 14 ნოემბერს აგორდა, მას შემდეგ, რაც პარლამენტში 2020 წელს არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდა. მომიტინგეებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ კარვები გაშალეს და მისი პიკეტირება დაიწყეს. 18 ნოემბერს სპეცრაზმმა დემონსტრანტები ადგილიდან გაიყვანა და პიკეტი დაშალა.

მიტინგის დაშლის შემდეგ ოცზე მეტმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, განაგრძონ საპროტესტო მოძრაობა მანამ, სანამ მათი მოთხოვნები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესახებ არ შესრულდება.

ბურჯანაძე არ შეუწყობს ხელს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში დაბრუნებაში. მაგრამ მე ხელს შევუწყობ იმას, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად და „ნაცმოძრაობამ“ იმდენი ხმა მიიღოს პარლამენტში, რამდენი ადამიანიც უჭერს მათ მხარს, ასევე ბურჯანაძემ — იმდენი ხმა, რამდენიც მხარს უჭერს. მე არ მსურს ხელისუფლებაში „ნცმოძრაობის“ დაბრუნება, მაგრამ, მეორე მხრივ, არც ის მინდა, რომ ივანიშვილი იყოს აბსოლუტური მონარქი ჩემ ქვეყანაში”, - განაცხადა „ერთიანი საქართველო — დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.

-გაერთიანებული ოპოზიცია შეთანხმდა, რომ მიტინგებზე არ გამოითქმება ანტირუსული ლოზუნგები. როგორ მიხვედით ამ გადაწყვეტილებამდე და ერთსულოვანი იყო თუ არა ის?

— აქციები უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს და, მადლობა ღმერთს, არც ერთი ლოზუნგი, რომელიც რუსეთს ან ზოგადად საგარეო პოლიტიკურ კურსს შეეხებოდა, არ ყოფილა. პრაქტიკულად, არ ყოფილა არც ერთი შეურაცხმყოფელი გამოსვლა. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე არაფერი მაქვს დასამალი. რა თქმა უნდა, ეს იმის დამსახურებაა, რომ ჩვენ ვდგავართ ამ მიტინგზე. დაარქვით ამას პირობა... ითქვა, რომ ყველამ პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს და ერთმანეთის პოზიციებს. მე არასდროს გამოვდივარ ანტიამერიკული თუ ნატოს საწინააღმდეგო ლოზუნგებით, მით უმეტეს, შეურაცხმყოფელი ფორმით.

ასე რომ, თუ ვინმეს სურს, რომ ჩვენც ვიდგეთ ამ აქციებზე, ჩვენს პოზიციასაც უნდა სცეს პატივი, რომელიც გამორიცხავს პარტნიორისადმი ან სხვა სახელმწიფოსადმი შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას.