პოლიტიკა
საქართველოსა და უკრაინაში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ბოლო ვიზიტები შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების პაკეტის პრაქტიკაში ნახვის კარგი შესაძლებლობა იყო - იენს სტოლტენბერგი

 საქართველო, 22 ნოემბერი, საქინფორმი. ბრიუსელში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხზე იმსჯელეს.

როგორც შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, მინისტრებმა განიხილეს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გაძლიერების ზომების პაკეტი, რომელიც აპრილში შეათანხმეს.

მისი თქმით, საქართველოსა და უკრაინაში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ბოლო ვიზიტები აღნიშნული პაკეტის პრაქტიკაში ნახვის კარგი შესაძლებლობა იყო.

მინისტრებმა ასევე განიხილეს შავი ზღვის უსაფრთხოების ზომების პაკეტის შესრულება, რომელიც დამტკიცდა აპრილში. ის მოიცავს საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის წვრთნას, პორტებში ვიზიტებსა და წვრთნებს, ასევე ინფორმაციის გაზიარებას. საქართველოსა და უკრაინაში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ბოლო ვიზიტები ამ პაკეტის პრაქტიკაში ნახვის კარგი შესაძლებლობა იყო. ნატო-სამხედრო-საზღვაო ჯგუფები გადიან წვრთნას საქართველოსა და უკრაინის გემებთან, რაც ჩვენი თანამშრომლობის შესაძლებლობას აუმჯობესებს“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ალიანსის გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ მოკავშირეები აგრძელებენ შავი ზღვის რეგიონში, ზღვასა და ჰაერში რეგულარულ პატრულირებას.