აქტუალური
IRI - ინსტიტუტების რეიტინგში ჯარი 86 პროცენტით ლიდერობს, მეორეზეა ეკლესია 85 პროცენტით, მესამეზე კი ქართული მედია 72 პროცენტით

 საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, ინსტიტუტების რეიტინგში გამოკითხულთა 86 პროცენტის კეთილგანწყობით ჯარი ლიდერობს, მას მოსდევს ეკლესია 85 პროცენტით. რეიტინგში მესამე ადგილს მედია იკავებს – გამოკითხულთა 72 პროცენტს ქართული მედიის მუშაობა მოსწონს. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 59 პროცენტს პოლიციის მუშაობა მოსწონს.

სხვა ინსტიტუტების მიმართ ნდობის მაჩვენებლები ასეთია:

საჯარო განათლება – 51 პროცენტი, ადგილობრივი ხელისუფლება – 46 პროცენტი, მთავრობა – 37 პროცენტი, პარლამენტი – 37 პროცენტი, ცენტრალური საარჩევნო კომისია – 36 პროცენტი, პრემიერ-მინისტრის ოფისი – 34 პროცენტი, პოლიტიკური პარტიები – 28 პროცენტი, გუბერნატორები – 27 პროცენტი, პროკურატურა – 27 პროცენტი, ეროვნული ბანკი – 27 პროცენტი, პრეზიდენტის ოფისი – 27 პროცენტი, სასამართლოები კი 25 პროცენტი.

კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა (IPM), 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მცხოვრებმა. კვლევის ცდომილება არ აღემატება პლუს-მინუს 2.5 პროცენტს.