საზოგადოება
აქციის მონაწილეთა ნაწილი „ქართული ოცნების“ ოფისისკენ გაემართა [ვიდეო]

 საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილი მსვლელობით „ქართული ოცნების“ ოფისისკენ გაემართა (ვიდეო იხ აქ).

ჟურნალისტებთან საუბრისას მსვლელობის მონაწილეები თავიანთი კონკრეტული გეგმების შესახებ არ საუბრობენ.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან პოლიციაა მობილიზებული.

ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის პიკეტირება დაიწყეს.