აქტუალური
გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის - ირაკლი კობახიძე

 საქართველო, 18 ნოემბერი, საქინფორმი. გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის, აქედან გამომდინარე, ამაზე მსჯელობა სამართლებრივი თვალსაზრისით, შეუძლებელია. ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განუცხადა.

ირაკლი კობახიძე მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადონ.

ჩვენ გავარჩიეთ ის, რაც ამ დღეების ნმავლობაში მოხდა და ეს ამ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. ასევე ჩვენ გვქონდა საუბარი იმ გეგმებზე, რომლებიც მომდევნო კვირების განმავლობაში გვაქვს, მათ შორის საპარლამენტო დღის წესრიგზე. საპარლამენტო თანამდებობებზე დღეს არ გვიმსჯელია.

რაც შეეხება, გერმანულ მოდელს, ის კონსტიტუციასთან თავსებადი არ არის, აქედან გამომდინარე, ამაზე მსჯელობა სამართლებრივი მიზეზით შეუძლებელია. სხვა მიზეზებზე ყურადღების გამახვილება არ მინდა. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს მათ მოვუწოდებ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადონ“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.