პოლიტიკა
საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა კენჭისყრაზე ჩააგდო

 საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. გუშინ, 14 ნოემბერს, პარლამენტში კენჭისყრის პროცესი ჩავარდა. პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მომხრე 101 ხმა 3 ხმის წინააღმდეგ საკითხის მისაღებად საკმარისი არ აღმოჩნდა, რამდენიმე დეპუტატმა კენჭისყრისას თავი შეიკავა.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.

საკითხის კენჭისყრამდე კი ქვორუმის შესაკრებად რეგისტრაციის გავლა 3-ჯერ გახდა საჭირო.