სამართალი
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

 საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. ქართველმა სეისმოლოგებმა მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ ნინოწმინდიდან 6 კილომეტრში, სოფელ სათხეში დააფიქსირეს

სამცხე-ჯავახეთში 3,1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

მიწისქვეშა ბიძგები გუშინ 07:18 საათზე ქალაქ ნინოწმინდიდან 6 კილომეტრში, სოფელ სათხედან 3 კილომეტრში დააფიქსირეს.

ინფორმაცია დაშავებულებისა და დაზიანებების შესახებ არ ვრცელდება.