პოლიტიკა
საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. გვაქვს მოლოდინი, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება შესრულდება, – ამის შესახებ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ზაფხულში, როდესაც ითქვა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივის შესახებ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რაპორტიორებმა მოიწონეს ეს ინიციატივა.
დღეს ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ, როგორც იყო დაპირება, რომ გადავიდოდა სისტემა პროპორციულზე, გადავა და იქნება პროპორციული სისტემა“, – განაცხადა კრისტიან ურსემ.