სამართალი
თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

 საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. თბილისის ზღვაზე 36 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც, შესაბამისად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.