პოლიტიკა
პლენარულ სხდომაზე გედევან ფოფხაძე და დაჩი ბერაია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

 საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები გედევან ფოფხაძე და დაჩი ბერაია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

კანონმდებლებს შორის დაპირისპირება დამოუკიდებელ დეპუტატ გედევან ფოფხაძის გამოსვლას მოჰყვა, რომელიც საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე და ხელისუფლების დამოკიდებულებაზე საუბრობდა.

გედევან ფოფხაძის გამოსვლა ადგილიდან გააპროტესტა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დაჩი ბერაიამ, რის საპასუხოდაც გედევან ფოფხაძემ მას სხდომათა დარბაზის გარეთ გასვლა შესთავაზა. ამ რეპლიკის შემდეგ გედევან ფოფხაძემ სხდომა დატოვა და დარბაზში შესვლას მეორე კარიდან ცდილობდა, რისი საშუალებაც მანდატურის სამსახურმა და რამდენიმე დეპუტატმა არ მისცეს.

დავბრიდავ ამას!“ – განაცხადა ფოფხაძემ დაჩი ბერაიას მისამართით.