აქტუალური
პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტი ჩააგდო

 საქართველო,13 ნოემბერი, საქინფორმი. პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტი ჩააგდო. 200 000 ამომრჩეველის მიერ ინიცირებულ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტს მხოლოდ 32-მა დეპუტატმა (წინააღმდეგი - 55) დაუჭირა მხარი. საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის დასამტკიცებლად 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.

აღნიშნული კანონპროექტი 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას 3- პროცენტიანი ბარიერითა და საარჩევნო ბლოკების დაშვებით გულისხმობს.

კონსტიტუციური კანონის პროექტის მიხედვით, არჩევნების შედეგად პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე და პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომლებიც მიიღებენ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 3 პროცენტს მაინც.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა განცხადებით, ისინი საარჩევნო ბლოკების დაშვებასა და სამპროცენტიანი ბარიერის შენარჩუნებას არ ემხრობიან.