საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. დეკანოზი გიორგი რაზმაძე აცხადებს, რომ ფილმში მოტყუებით გააბეს მისი ტაძრის მგალობელი, მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი, მალხაზ ქოიავა, რომელმაც ერთ-ერთ სცენაში ქართული სიმღერა „წინწყარო“ შეასრულა.
დეკანოზი ჰყვება, რომ ქოიავა მოატყუეს და უთხრეს, რომ ფილმი ქალ-ვაჟურ ტრადიციულ სიყვარულზე იყო:
„ამ ფილმში სრულიად მოტყუებით გააბეს როგორც პატარა ბავშვები, ასევე ხელოვნების წარმომადგენლები, კერძოდ ჩვენი ტაძრის ერთ-ერთი მგალობელი. მოტყუებით ჩაწერეს ეს ადამიანები და უთხრეს, რომ ქართულ ტრადიციებზე იღებდნენ ფილმს და სჭირდებოდათ, რომ ერთ-ერთ სცენაში „წინწყარო“ემღერათ. და როცა ფილმში გამოჩნდა ეკრანებზე, გამოჩნდა მათი სახეები და აღმოჩნდა ისე, რომ ეს ადამიანები მღერიან იმ სუფრაზე სადაც არატრადიციული ორიენტაციული ქორწინება იმართებოდა, ეს სულ ცოტა მორალური განადგურებაა ნებისმიერ საღად მოაზროვნე ადამიანისთვის. ჩვენ დაწყებული გაქვს კონსულტაციები იურისტებთან და მოვამზადებთ სარჩელს“.