სამართალი
ჩვენთან სუროგაციაც იაფია

surogaciaსუროგატული დედობის სულიერ-ზნეობრივ ასპექტებზე საქართველოს საპატრიარქოსა და კათოლიკური ეკლესიის ორგანიზებით ეროვნულ ბიბლიოთეკაში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას ზუგდიდ-ცაიშის მიტროპოლიტი, მეუფე გერასიმე, ახალციხე-ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი, მეუფე თეოდორე, კათოლიკური ეკლესიის მხრიდან კი ვატიკანის ელჩი ამიერკავკასიაში კლაუდიო ბუჯეროტი და კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსი საქართველოში ჯუზეპე პაზოტო ესწრებოდნენ. კონფერენციას ხელმძღვანელობდნენ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი გიორგობიანი და საპატრიარქოს ჯანდაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარე, არქიმანდრიტი ადამი.

არაოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში სუროგატი დედა ანაზღაურების სახით 10-15 ათას დოლარამდე თანხას იღებს. ამასთან, საქართველო ამ მხრივ ევროპის ქვეყნებისათვის იაფ ბაზარს წარმოადგენს და სუროგაციის შედეგად დაბადებული ბავშვები, ძირითადად, ქვეყნიდან გაჰყავთ.

ევროპის ბევრ ქვეყანაში სუროგაცია კანონით ისჯება. მაგალითად, ავსტრიაში, ნორვეგიაში, შვედეთში, საფრანგეთში, გერმანიასა და ამერიკის ზოგიერთ შტატში. კერძოდ, საფრანგეთში კანონის დამრღვევი 45 ათასი ევროთი ჯარიმდება და 60-წლიანი ციხით ისჯება, გერმანიაში კი, სუროგაციის შედეგად დაბადებულ ბავშვს მოქალაქეობის უფლება არ აქვს.