უცხოეთი
მაიკ პომპეო - ნატო უნდა გაფართოვდეს და შეიცვალოს, თუ სურს, უპასუხოს რეალობასა და არსებულ გამოწვევებს

 საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. 70 წლის შემდეგ ნატო უნდა გაფართოვდეს და შეიცვალოს, თუ მას სურს უპასუხოს რეალობას და დღეს არსებულ გამოწვევებს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ბერლინში ვიზიტის დროს განაცხადა.

„ნატო აქტუალობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დაკარგავს, თუ ის ეფექტურად ვერ უპასუხებს თანამედროვეობის გამოწვევებს“, – აღნიშნა პომპეომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ამავე გამოსვლაში გააკრიტიკა ჩინეთიც. მისი თქმით, ჩინური სატელეკომუნიკაციო კომპანია „ჰუავეი“ არ არის სანდო და ის არის ჩინეთის კომუნისტური პარტიის ინსტრუმენტი“.

„ჩინეთის კომუნისტური პარტია ავტორიტარიზმის სრულიად ახალ ხედვაზე მუშაობს, რომელიც მსოფლიოს დიდი ხანია, არ უნახავს. ჩინეთის კომუნისტური პარტია ისეთ ტაქტიკას და მეთოდებს იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიის მცხოვრებლებს საზარელ მოგონებებს უღვიძებს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

1tv.ge