უცხოეთი
რობერტ ქოჩარიანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

 საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი პატიმრობაში რჩება.

ერევნის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის შუამდგომლობა ქოჩარიანის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ არ დააკმაყოფილა.

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი 2018 წლის ივლისში დააკავეს. მას ბრალად კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა ედება.

1tv.ge