რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოს პატრიარქისა და რუსეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფა სააკაშვილის მეთოდია, რომელიც პუტინს - ლილიპუტს და ილია მეორეს კაგებეს აგენტს ეძახდა!

     რატომ მავანი აღმერთებს სააკაშვილს? მათ სძულთ ივანიშვილი, თუმცა მიშამ საქართველოს ტერიტორიების 20% დაკარგა და ათასობით მისი მოქალაქე მოკლა, ბიძინამ კი საქართველოს მილიარდები დაახარჯა საკუთარი ჯიბიდან!

ეს ყველაფერი ”ფაბლიქ რილეიშენის“, ანუ საზოგადოებასთან ურთიერთობების ბრალია: სააკაშვილი ჯამბაზია, საზოგადოებრივი აზრის სათავისოდ შემობრუნების ოსტატი ყველაზე საშინელი მარცხის დროსაც კი (ის არასოდეს ყოფილა ისეთი პოპულარული, როგორც აგვისტოს ომის შემდეგ!); ხოლო ივანიშვილი არ არის საჯარო მოღვაწე, მას საზოგადოებისგან წყალგამყოფი აშორებს "ხიდის", ანუ PR-სამსახურის არარსებობის გამო. 

საუკეთესო ქველმოქმედება ინგოგნიტოა! - ეს ფრაზა “Entrepreneur Georgia”-თან ივანიშვილის გასული კვირის ინტერვიუდან მშვენივრად ახასიათებს ჭვრეტისკენ მიდრეკილ მილიარდერ - მეცენატს. სხვა მხრივ კი, „ქართული ოცნების“ მართვის იდუმალ-კულუარული სტილი დიდად როდი განსხვავდება სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“, და თუნდაც შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირის” დახარული სტილისგან. ტყუილუბრალოდ როდი ასწავლიდა თავის უახლოეს გარემოცვას ზურაბ ჟვანია, აიძულებდა დაუფლებოდა საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელოვნებას! მათ კარგად აითვისეს მისი გაკვეთილები და ყველაზე უკეთ - სააკაშვილმა, რომელმაც მასწავლებელი მოკლა, რათა მეტი ვეღარავისთვის ესწავლებინა ორიგინალური გადაწყვეტილებების მიღება ყველაზე უიმედო სიტუაციებშიც კი!

ამიტომაა, რომ დღეს ამჟამინდელ ხელისუფალთა სცოდავი ტიტინი აშკარად აგებს სააკაშვილის ოპოზიციის მკაფიო საპლაკატე ლოზუნგებთან! თავის მმართლებელი ყოველთვის აგებს ბრალმდებელთან, მმართველმა გუნდმა კი ვერაფრით შეძლო თავის მართლებიდან - აქაოდა, ჩვენ კრემლის პრორუსული აგენტები არ ვართ, ჩვენ თქვენზე მეტად პროდასავლურიც კი ვართო! - ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენისკენ მიმართულ ქმედებებზე გადასვლა.

     ასე რომ, პრეზიდენტი სააკაშვილის დროს, ჩვეულებრივი მოვლენა იყო, როდესაც რუსეთის პრეზიდენტს "ლილიპუტინს" ეძახდნენ, ხოლო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს - სუკ-ის აგენტს. ეს იყო ბრძოლის მეთოდი რეჟიმის მთავარ მოწინააღმდეგეებთან - მართლმადიდებლობასა და რუსეთთან, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან, როგორც ერთადერთ აუფეთქებელ ხიდთან რუს ხალხთან, რომელთანაც მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების რენესანსზე ყველა ნორმალური ქართველი ოცნებობს.

სააკაშვილის მეთოდი ეფექტიანი აღმოჩნდა - ქართველები მაშინ ისე გააგიჟეს ევროატლანტიკური “ცეკვებით”, რომ ისინი ვეღარ ამჩნევდნენ ერის სულიერი მამის დაცინვას! ლიბერალი გლობალისტების გათვლა სწორი აღმოჩნდა - პუტინმა და ილია მეორემ, რა თქმა უნდა, ისინი პასუხის ღირსად არ ჩააგდეს და ავყიებმაც ირწმუნეს თავისი დაუსჯელობის.

     დღეს სააკაშვილი რევანშისთვის ემზადება და ამიტომ კვლავაც გამოიყენა თავისი საყვარელი მეთოდი: ივლისში „რუსთავი 2-ის ტელეწამყვანმა (სხვათა შორის, ნატურალურმა პედერასტმა) ღია ეთერში პუტინსა და მის გარდაცვლილ მშობლებს ყველაზე ბინძური გინება აკადრა, ხოლო 4 თვის შემდეგ, გასულ კვირას, სააკაშვილის თანამოაზრემ და მისი ოჯახის აღმსარებელმა - ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ - წმინდა სინოდის კრებაზე და მის შემდეგ პატრიარქ ილიას „პიდარასტი“ უწოდა. და არავის, მმართველი გუნდის არც ერთ წარმომადგენელს, არ განუცხადებია - როდის აქეთაა, რომ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა - ლგბტ  მთავარმა საყრდენმა საქართველოში, დასავლური ფასეულობებისა და ერთსქესიანთა ქორწინებების დამცველებმა! - უცებ დაიწყეს ტრადიციული ქართული მართლმადიდებლური ფასეულობების აღმსარებლობა და არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის კომპრომატად გამოყენება პოლიტიკურ ბრძოლაში?!

საქმე ის არის, რომ სააკაშვილმა ფაქიზად იყნოსა ლიბერალიზმი - გლობალიზმი - კონსიუმერიზმის ეპოქის დასასრული ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, და ისიც, რომ ტრადიციული და პატრიოტული განწყობები კვლავაც ჭარბობს ქართველ ამომრჩეველთა შორის! რაც შეეხება არაქართველებს: ადვილი წარმოსადგენია - რას მოიმოქმედებდნენ მუსლიმები, ვინმეს რომ მათ სულიერი წინამძღოლისთვის ”პედერასტი” ეწოდებინა, ან სომხები - ამგვარი შეურაცხყოფის შემთხვევაში ყველა სომეხთა კათოლიკოსის მიმართ! ანდა რას უზამდნენ კათოლიკეები - კარდინალს, რომელიც გაბედავდა და ამგვარ შეურაცხყოფას მიაყენებდა რომის პაპს. და ეს იმისდა მიუხედავად, რომ კარდინალებთან - მამათმავლებსა და პედოფილებთან დაკავშირებული სკანდალები იშვიათობა როდია ... ნუთუ ჩვენ, ქართველები, მართლაც "რომის პაპზე დიდ წმინდანებად" ვიქეცით, ანუ ურჯულო კოსმოპოლიტებად - სირცხვილის, სინდისისა და თავმოყვარეობის გარეშე?! იმდენად, რომ ხვალ თბილისის კინოთეატრებში გაიმართება ფილმის - ქართველი პედერასტებისადმი მიძღვნილი ჰიმნის, პრემიერა და ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია?!

   ან რატომ გაჩუმდნენ ქართველი პოლიტიკოსები და პროქტოპოლიტოლოგები, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის კანდიდატი, იმის მიუხედავად, რომ კონგრესს ჯერ არ დაუმტკიცებია, უკვე უკითხავს ნოტაციებს „ველურ აბორიგენებს“ - ქართველებს, აქაოდა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მათთვის ტესტი იქნება და რომ რუსეთი და ჩინეთი მათი მტრები არიან?! საქართველოში ხარობს ხეები, რომლებიც აშშ-ის ასაკისაა, თუ არ გჯერათ - ჰკითხეთ ივანიშვილს, მაშ, კვლავაც რატომ უნდა ჩავაბაროთ გამოცდა ვიღაცას დემოკრატიასა და ტოლერანტობაში?! რა უფლებით მოაქვს თავი მეურვე-მენტორად საქართველოში მოქმედი ერთ – ერთი დიპმისიის ხელმძღვანელს, რომელსაც უბრალოდ თავისი ქვეყნის პოზიციის გამოხატვა ევალება, და წინასწარ აცხადებს, რომ იბრძოლებს ჩინეთისა და რუსეთის გავლენის წინააღმდეგ საქართველოში?! საქართველოში, რომელიც გადარჩა მხოლოდ რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისა და სატრანსპორტო მიმოსვლის, რუსი ტურისტების, ინვესტიციებისა და ფულადი გზავნილების წყალობით რუსეთში მოღვაწე ქართველებისგან?! ხოლო ჩინურ პროექტს "ერთი სარტყელი - ერთი გზა" უკავშირდება საქართველოს ერთადერთი, სწრაფად აყვავების იმედი?!

7 წლის განმავლობაში "ქართული ოცნება", რომელმაც "ნაციონალური მოძრაობა" შეცვალა, თავს იკატუნებდა, რომ საქართველოში ცუდი არაფერი ხდება - მერე რა, თუ ბიძინა ივანიშვილს შეურაცხყოფენ და კრემლის აგენტს უწოდებენ, რომელიც საქართველოში პუტინის დავალებებს ასრულებს და "გაზპრომის" ინტერესებს ატარებს! დაე ილაპარაკონ, რამდენიც მოესურვებათ, აქაოდა, ჩვენ საქმით ვართ დაკავებული და იმაზე მაღლა ვდგავართ, ვიდრე ცილისმწამებლებთან დისკუსიებში ჩართვაა! ხალხს კი ეს ყველაფერი ესმოდა და სხვანაირად ფიქრობდა - რომ ამჟამინდელ ქვეყნის მბრძანებლებს პასუხის გაცემის უნარი არ შესწევთ ...

   დაბოლოს, პრემიერ გახარიას გარდა, ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებულ მოვლენებში ვერავინ განჭვრიტა კარგად დაგეგმილი პროვოკაცია უცხოეთიდან. შეგახსენებთ სააკაშვილის მიერ გამოგონილ მთელ ჯაჭვს, რომელსაც, ამჟამინდელი ხელისუფლებისგან განსხვავებით, ფანტაზია არ ღალატობს, მაშ, ასე: თავიდან, ახალი გადატრიალების მცდელობა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში რუსი დეპუტატი გავრილოვის ჩაჯდომის საბაბით, და სახელმწიფო დუმის რუსეთის დელეგაციისთვის ფიზიკური ანგარიშსწორება (საკმარისი საბაბი საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დასაწყებად!); შემდეგ - პუტინისა და მისი გარდაცვლილი მშობლების უპრეცედენტო შეურაცხყოფა პირდაპირ ტელეთერში; შემდგომ კოფი - კარპენტერი - რასმუსენის ვიზიტები თბილისში წინადადებით, ნატო-ში გაწევრიანება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე; შემდეგ - უპრეცედენტო კიბერშეტევა სამთავრობო რესურსებსა და მედიაზე, 15 ათასი გატეხილი საიტი სააკაშვილის ფოტოთი და წარწერით "მე დავბრუნდები!"; და ბოლოს - კათალიკოს- პატრიარქის საშინელი შეურაცხყოფა.

რა მორიგ ფინტს ამზადებენ სააკაშვილი და მისი დასავლელ პარტნიორები, შეგვიძლია მხოლოდ ვიმარჩიელოთ...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2019 წლის 7 ნოემბერი
საქართველო, თბილისი